Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი გამოვიდა წინადადებით, სამხრეთ კავკასიაში შეიქმნას ექვსი ქვეყნის პლატფორმა


რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი ბაქოში გამართულ აღლუმზე. 2020 წ. 10 დეკემბერი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ) და ილჰამ ალიევი ბაქოში გამართულ აღლუმზე. 2020 წ. 10 დეკემბერი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შეიძლება შეიქმნას „ექვსთა პლატფორმა“ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს საკითხი დაისვა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას.

„დღეს ჩემს ძმასთან ერთად ვისაუბრეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობის შესახებ ექვსი ქვეყნის მონაწილეობით - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში, - ერევნის, სომხეთისა. ეს კარგი თანამშრომლობა იქნებოდა რეგიონის განვითარებისთვის,“ თქვა ერდოანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ხაზი გაუსვა, რომ ანკარა რეგიონში მშვიდობის მომხრეა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა „სომხეთისთვის კარის გასახსნელად“. გარდა მისა, მან აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კონსტრუქციული როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, იტყობინება რია ნოვოსტი.

სექტემბრის ბოლოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთს დასდეს ბრალი კონფლიქტის ესკალაციაში, რომელიც 80-იანი წლების ბოლოდან გრძელდებოდა. ყველა მონაწილემ გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი მობილიზაცია, დაიწყო საომარი მოქმედებები. თვენახევრის განმავლობაში მხარეებმა სამჯერ უშედეგოდ სცადეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა. ვითარება გაართულა იმან, რომ ანკარა აქტიურად უჭერდა მხარს ბაქოს. ამასთან, თურქეთი ნატოს წევრია, სომხეთი კი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა.

9 ოქტომბერს ღამით რუსეთმა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს მეოთხე დოკუმენტს, რომლის ძალითაც, აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედროები წყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს, რჩებიან დაკავებულ პოზიციებზე და ცვლიან ტყვეებს, მოსკოვი კი ყარაბაღში სამშვიდობო ძალებს აგზავნის. ამასთან, ერევანმა იკისრა ვალდებულება, ბაქოს დაუბრუნოს ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები.

XS
SM
MD
LG