Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურა ჯაფარიძე პოლიციისგან ითხოვს, დატოვონ სპორტდარბაზი, რადგან მისი ბინაა


ბათუმის იმ სპორტდარბაზში, რომელშიც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო და ტრენაჟორებს ლუქავდა, "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე მივიდა. ის პოლიციისგან ითხოვს, დატოვოს ტერიტორია, რადგან მისი სახლია.

ჯაფარიძე ამბობს, რომ "არ აპირებს სახლიდან წასვლას", პოლიცია კი მოითხოვს, მან დატოვოს ტერიტორია.

"მაჩვენეთ დოკუმენტი, რის საფუძველზე ხართ ჩემს ბინაში... ჩემგან უნდა აიღოთ ნებართვა", - აცხადებს ჯაფარიძე.

კომპანიას შრომის ინსპექციამ 10-ათასლარიანი ჯარიმა უკვე გამოუწერა, თუმცა ამის მიუხედავად მან საქმიანობა არ შეაჩერა. სწორედ ამ მოტივით მიმართა შრომის ინსპექციამ შსს-ს.

მას შემდეგ, რაც კომპანია არსებული რეგულაციების წინააღმდეგ წავიდა და ის დააჯარიმეს, „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ სავარჯიშო დარბაზის „სახლად“ დაქირავება გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG