Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება


ახალი წლის პერიოდში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქართველოს 8 დიდ ქალაქში მოიხსნება ყველა ახალი შეზღუდვა - იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

ეს ქალაქებია - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი და თელავი.

გამონაკლისი იქნება მხოლოდ 21 საათიდან 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამეს მოიხსნება.

„მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებდით საახალწლო დღესასწაულებს“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და განაგრძობს: „ყველაფერი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები“.

ახალი შეზღუდვები 28 ნოემბერს შედის ძალაში. დეტალურად წაიკითხე აქ.

XS
SM
MD
LG