ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ 3,4 ათასზე მეტია, შემთხვევების მესამედზე მეტი კი კვლავ თბილისზე მოდის.
ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
- თბილისში - 1 318;
- აჭარა - 512;
- იმერეთი - 562;
- ქვემო ქართლი - 163;
- შიდა ქართლი - 178;
- გურია - 64;
- სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368;
- კახეთი - 85;
- მცხეთა-მთიანეთი - 54;
- სამცხე-ჯავახეთი - 106;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. ქვეყანაში 836 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 89 395 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 2539-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 71 468.
ბოლო 24 საათში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 815-მდე გაიზარდა.