Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე მხარდამჭერებს ახსენებს, რომ 21 ნოემბერს არჩევნებზე მისვლა აუცილებელია


"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარტიის მხარდამჭერებს ახსენებს, რომ არჩევნების მეორე ტურში, 21 ნოემბერს კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო შესაძლოა ამომრჩეველს არასწორი განცდა გაუჩნდეს.

"როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ იღებენ მეორე ტურში მონაწილეობას. ზოგიერთ ადამიანს ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება - ეს ასე არაა", - თქვა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია მეორე ტურში არმონაწილეობაზე საჯარო განცხადებების მიუხედავად, აგრძელებს აგიტაციის ჩატარებას.

"მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო, რომ უდიდესი ნაწილი მათი კანდიდატების, რომლებიც არიან მაჟორიტარობის კანდიდატები, მათი პროპორციული სიით უკვე არიან პარლამენტის დეპუტატები, რაც არ ხდება ჩვენს შემთხვევაში - გამსვლელ სიაში ჩვენი მაჟორიტარობის არცერთი კანდიდატი შეყვანილი არ ყოფილა. მათ მანდატი არ აქვთ. "ქართულ ოცნებას" დღევანდელი მდგომარეობით აქვს 73 მანდატი მოპოვებული და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კანდიდატების მხარდაჭერა", - აღნიშნა მან.

ცესკომ 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩანიშნა. ზღვარგადალახული პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნების პირველი ტური გაყალბდა და ბოიკოტის ნიშნად უარს ამბობენ პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე.

XS
SM
MD
LG