Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონბასელი სეპარატისტების აფხაზი "გმირი" ყარაბაღელი დევნილებისთვის დერეფნის გახსნას ითხოვს


ახრა ავიძბა
ახრა ავიძბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ყოფილმა თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ აფხაზეთმა დერეფანი უნდა გაუხსნას მთიანი ყარაბაღიდან დევნილებს.

„რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენ ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს“, - დაწერა ავიძბამ ფეისბუკის გვერდზე.

ავიძბა მიიჩნევს, რომ თანამემამულეებმა, პოლიტიკურმა ძალებმა და აფხაზეთის სომხურმა დიასპორამ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას უნდა მიმართონ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილოს „დერეფანი არცახის რესპუბლიკიდან ლტოლვილებისთვის“.

ახრა ავიძბა დონბასელი სეპარატისტების მხარდასაჭერად უკრაინაში იბრძოდა, რისთვისაც „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის“ წოდება მიანიჭეს.

ავიძბა აქტიურად მონაწილეობდა ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში, რომელსაც 2020 წლის იანვარში მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ნოემბრის დასაწყისში რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში მყოფმა ავიძბამ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მოხალისეები გააცილა.

ახრა ავიძბამ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა 9 ნოემბერს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ „საერთო საქმისადმი რწმენა დაკარგა".

XS
SM
MD
LG