Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას და „მის ზონდერ ჯგუფებს“ შტურმის მოწყობაში ადანაშაულებს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძის განაცხადა, „შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერ ჯგუფებიო". მან თქვა, პოლარიზაციასა და აგრესიას იწვევს არა კრიმინალების ყოფნა ციხეში, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როცა პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეშიო.

„მოვუწოდებთ, კანონსაწინააღმდეგო შეკრების მონაწილე თითოეულ მოქალაქეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან თავის შეკავებისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

XS
SM
MD
LG