Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავად სთხოვა შეხვედრა


„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ცნობა, თითქოს მათ მმართველი გუნდის წევრები დაუკავშირდნენ, სიცრუეა. „ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მას და არჩილ თალაკვაძეს თავად ოპოზიციის წარმომადგენელი, თინა ბოკუჩავა დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა არჩევნებთან დაკავშირებულ თემებთან დაკავშირებით. ჩვენი პასუხი იყო, რომ საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას დაველოდებითო - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის აქციის კომენტირებისას კი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს მნიშვნელობა აქვს ხალხის რაოდენობას და, შესაბამისად, „დღევანდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი იწონებს არჩევნების შედეგებს“.

XS
SM
MD
LG