Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის დეპუტატი ვერ გახდა - ცესკომ ხმების 100% დათვალა


ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის დეპუტატი ვერ გახდა. ის პირველ ტურში დამარცხდა თავის კონკურენტთან, რომელიც მმართველმა პარტიამ დააყენა. გამარჯვებისთვის ხმების 50 პროცენტზე მეტის დაგროვება იყო საჭირო. ჟურნალისტი "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი 23 სექტემბერს გახდა.

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის სამაჟორიტარო ოლქში პირველ ორ კანდიდატს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • გივი ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 51,02%;
  • ნანუკა ჟორჟოლიანი (ძალა ერთობაშია) - 31,52%.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ოპოზიციის დიდი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ენდობა და მიაჩნია, რომ არჩევნები სახელისუფლებო პარტიამ გააყალბა. ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მხოლოდ წყალტუბოში მას 1,3 ათასი ხმა გაუუქმეს, ასევე გამქრალია მისი ხმების დიდი ნაწილი და დაწერილია 300-მდე საჩივარი.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებმა 30 ოლქიდან 14-ში გაიმარჯვეს, დანარჩენ 16-ში კი მეორე ტური გაიმართება.

განახლება: ნანუკა ჟორჟოლიანისა და ოპოზიციის უნდობლობის შესახებ ინფორმაცია მასალაში გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში აისახა.

XS
SM
MD
LG