Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალაკვაძე: ეუთო-ოდირის შეფასება გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნაში


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ეს წინა არჩევნების შემდეგ იყო.

„ანგარიშის თანახმად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეფასდა როგორც კონკურენტული, რომელშიც დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, საქართველომ შეძლო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს გახლავთ საერთაშორისო საზოგადობის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენს მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ, რომლის შეფასებითაც, საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიში არის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის წინასწარ ანგარიშს აქვეყნებენ.

„საპარლამენტო არჩევნებში ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო“, - ასე აფასებენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დამკვირვებლები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

XS
SM
MD
LG