Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების და დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია


გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით გარდაცვლილი 28 პაციენტიდან 10 თბილისში გარდაიცვალა, 7 აჭარაში, 7 იმერეთში, 2 შიდა ქართლში, 1 ქვემო ქართლსა და 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

კორონავირუსით ინფიცირების 1791 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში - 532;
  • იმერეთში - 392;
  • აჭარაში - 369;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 187;
  • ქვემო ქართლში - 86;
  • შიდა ქართლში - 62;
  • კახეთში - 57;
  • სამცხე-ჯავახეთში - 56;
  • გურიაში - 29;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 21.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 40 727 შემთხვევა. მათგან გამოჯანმრთელებულია 25 104.

აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 335 ადამიანი.

საქართველოს მთავრობის მიერ 1 ნოემბერს, დილით გავრცელებული მონაცემებით, ამ ეტაპზე 15 262 აქტიური შემთხვევაა. საავადმყოფოებში მკურნალობენ 4 188 პაციენტს. მათგან 503-ის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდსასტუმროებშია 2 204 პირი, ბინაზე მკურნალობს 8 870 და საკარანტინო სივრცეშია 3007.

XS
SM
MD
LG