ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, 2020 წლის საპარლანეტო არჩევნებში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა 52.26% „ქართული ოცნებამ“ მიიღო.
ეგზიტპოლი საღამოს 17:30 საათის მონაცემებს ასახავს, რომლის თანახმად საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური სუბიექტი შედის.
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 52.26%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 25.33%
- „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 4.2%
- „გირჩი“ – 3.52%
- „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 2.61%
- „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2.37%
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 2.29%
- „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1.22%
- „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 1.02%
- სხვა პარტიები – 0.69%
ეგზიტპოლი „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩაატარა ბრიტანულმა კომპანიამ „Survation“. ტელეკომაპნიის განცხადებით, კვლევის ცდომილება 1.2%-ია და 120 საარჩევნო უბანზე 10 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
მონაცემები 22:00 საათზე განახლდება.
ასევე ნახეთ: