„მთავარმა არხი“ აქვეყნებს საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც ფრანგულ IPSOS-ს დაუკვეთა. გამოკითხვის 17:00 საათის შედეგების თანახმად, ლიდერობს მმართველი პარტია.
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 41%
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 33%
- „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" – 5%
- „ლელო - მამუკა ხაზარაძე“ – 4%
- „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" – 3%
- „გირჩი" - 3%
- „პატრიოტთა ალიანსი" - 2%
- „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
- „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო" - 1%
- „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ – 1%
- სხვა - 5%
ეგზიტპოლი ჩატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხა 3000 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი არის +/- 3%, გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუთი ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.