Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს: არ გაგაყალბებინებთ არჩევნებს!


ნიკა მელია, ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატი გლდანში, საარჩევნო უბნებთან დაძაბულ მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ძალადობის სულისჩამდგმელი გლდანში ხელისუფლებაა კრიმინალთან ერთად, რაც იმითაა განპირობებული, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს აგებს.

"უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში მარცხდება, მე ეს მონაცემები რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. იციან მათ არანაკლებ უკეთ, ვიდრე მე ვიცი და აქედან გამომდინარე, ხედავთ, რას აწყობენ. მობილიზაციაა ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ, რომ პოლიცია და კრიმინალები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში გლდანში და იარაღის მუქარით, ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც არის კახა კალაძის მეგობარი, იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს და ჩვენი დამკვირვებელი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩემი შტაბის წევრი, დააკავეს. არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. წაგებული გაქვთ ეს არჩევნები, დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და არა მხოლოდ გლდანის რაიონში. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს. ხელი აიღეთ ამ დანაშაულის ჩადენაზე, არ გაგაყალბებინებთ, ჩვენს ხმებს დავიცავთ. საარჩევნო უბნების შიგნით არ გიშვებთ, რომ არ ჩაშალოთ არჩევნები, არ გააყალბოთ არჩევნები და საარჩევნო უბნების გარეთ აწყობთ ამ მასკარადს", - თქვა ნიკა მელიამ და მხარდამჭერებს მობილიზაციისა და ხმების მშვიდობიანად დაცვისკენ მოუწოდა.

გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ხმაური და დაძაბულობა იყო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენელს, დაშავებულია "ტვ პირველის" ჟურნალისტი ანა ახალაია, "პუბლიკის" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს კი გადაღებისას კამერაში წიხლი მიარტყეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში საარჩევნო უბანთან დაპირისპირების გამო დაკავებულია 5 პირი.

საია შსს-ს მოუწოდებს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG