Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პლატფორმა 2020: დამკვირვებელს მარნეულში საკრებულოს წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა


სადამკვირვებლო ორგანიზაციის სამოქალაქო პლატფორმა 2020-ის განცხადებით, მათი დამკვირვებლის, გიორგი მუმლაძის მიმართ მუქარაზე საქმე აღიძრა.

ორგანიზაციის ცნობით, მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე გიორგი მუმლაძეს მარნეულის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი, ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და უბნიდან ჟურნალისტებთან ერთად გასვლა მოსთხოვა.

„ფაქტს შეესწრო მარნეულის პოლიციის უფროსი, რომელსაც რეაგირება ვთხოვე. მან მითხრა, რომ პოლიციაში დაერეკა. შესაბამისად, დავრეკე 112-ში და ჩემი შეტყობინების საფუძველზე აღიძრა საქმე.“- განაცხადა მუმლაძემ.

სამოქალაქო პლატფორმა 2020 საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას 392 დამკვირვებლითა და 21 მობილური ჯგუფით აკვირდება საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში.

არჩევნების დღეს, უბნების გახსნიდან პირველ ერთ საათში, დილის 9:00 საათამდე ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი დარღვევები ასეთია:

წილისყრის პროცედურები:

  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.52 უბანზე არ ჩატარდა წილისყრის პროცედურა;
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში N05.06.19 უბანზე წილისყრის პროცედურა ჩატარდა დარღვევით და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლის მითითების შესაბამისად ხარვეზი გამოსწორდა;
  • კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, კომისია მინიჭებული ფუნქციებით მუშაობას დარღვევით აგრძელებს;
  • კასპისა და გორის მაჟორიტარულ ოლქში, N15.32.09 უბანზე, წილისყრის პროცედურები ჩატარდა დარღვევით. კერძოდ, უკვე ჩატარებული წილისყრა თავიდან ჩაატარა კომისიამ.
  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, N13.22.52 უბანზე, წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოავლინეს მხოლოდ რეგისტრატორი კომისიის წევრები. სხვა ფუნქციები მოგვიანებით გადანაწილდა;
  • დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, 06.07.07 წილისყრა 8:00სთ–მდე არ ჩატარდა.
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N05.06.35 უბანზე წილისყრა ჩატარდა დარღვევით, გამოვლენილი ფუნქციები მიუღებელი აღმოჩნდა კომისიისთვის, რის გამოც წილისყრით ჩატარდა თავიდან;

სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები:

  • რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში N12.21.34 უბანზე დამკვირვებელს მიუთითეს კონკრეტული ადგილი და არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება;
  • საბურთალოს მაჟორიტარული ოლქის საოლქო კომისიის დამკვირვებელი არ შეუშვეს შენობაში;
  • გლდანის მაჟორიტარულ ოლქში N08.10.32 უბანზე, ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიან უფლებამოსილების განხორციელებაში. კერძოდ,მან მოითხოვა გაცნობოდა საარჩევნო მასალას, რისი საშუალებაც კომისიამ მას არ მისცა;
  • დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, N06.07.12 უბანზე, დამკვირვებელს არ მისცეს ჩანაწერთა წიგნიდან ინფორმაციის მიღების საშუალება;
  • სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე, დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
  • ვაკის მაჟორიტარული ოლქის, N02.02.23 უბანზე ჩვენს დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;

სხვა დარღვევები:

  • ისნის მაჟორიტარული ოლქის N04.05.45 უბანზე, კომისიის წევრს არ ჰქონდა პირადობის მოწმობა;
  • დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქის N06,08,03, მდივანი არ ავსებს ჩანაწერთა წიგნსა და სადემონტრაციო ოქმს. ასევე, მხოლოდ უბნის გახსნის შემდეგ დაილუქა ყუთი;
  • ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის N23.59.60 უბანზე ვერ ხერხდება დისტანციის დაცვა, რის გამოც დამკვირვებლებს უწევთ უბანზე რიგ–რიგობით შესვლა.

ასევე ნახეთ: საიას სადამკვირვებლო მისიამ დილის 10 საათამდე 10-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა

XS
SM
MD
LG