ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლებსა და იზოლატორში მყოფ პირებს, სულ 22 ადამიანს, კორონავირუსი დადასტურდა.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე ინფორმაციით, სამ ინფიცირებულს პნევმონია აქვს.
ინფიცირებულები ჯავის რაიონულ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.