Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 წლის ბიჭი კოვიდსასტუმროს დატოვების მეორე დღეს გარდაიცვალა


21 წლის ბიჭი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და კოვიდსასტუმრო გუშინ დატოვა, დღეს გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მედიას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ მიაწოდა.

მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, ის გულის უეცარი გაჩერებით გარდაიცვალა.

"მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული და მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილთა პროტოკოლით. ის გაწერის დროს თავს კარგად გრძნობდა, არ ჰქონდა ჩივილები. რამდენჯერმე მან ექიმს მიმართა, რომ დროზე ადრე დაეტოვებინა საკარანტინე სივრცე იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობდა... დღეს ის ნახეს სახლის ეზოში გარდაცვლილი", - თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ჯანდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ 21 წლის ბიჭი საკარანტინო სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო მოთავსდა. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ კი მას კორონავირუსი დაუდგინდა. სწორედ ამ დროიდან იყო ის კოვიდსასტუმროში.

XS
SM
MD
LG