Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებისთვის ოჯახის ექიმების მობილურის ნომრების მიწოდებას გეგმავს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგეგმება საჯარო ბაზების შექმნა, სადაც მოქალაქეს საკუთარი პირადი ნომრით გადაამოწმოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ბაზაში მითითებული იქნება ექიმის ტელეფონის ნომრებიც.

"ჩვენ ბაზებით შეგვიძლია დავაიდენტიფიციროთ, რომელი პაციენტი რომელი ოჯახის ექიმის პატრონაჟის ქვეშ იმყოფებოდა. ჩვენი გეგმის ნაწილია, თითოეულ მოქალაქეს ჩვენ გავაცნოთ ოჯახის ექიმი და გავუზიარებთ მათ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს", - აცხადებს მინისტრი.

დღეს, როცა საქართველოში 2000-ს მიუახლოვდა დღიურად კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა, პროტოკოლით, პაციენტები ინფიცირების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმებს უნდა დაუკავშირდნენ. შემდეგ უკვე ოჯახის ექიმმა უნდა მისცეს პაციენტს მითითებები.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.

XS
SM
MD
LG