Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში დემონსტრანტებს უშიშროების ძალები დაუპირისპირდნენ


25 ოქტომბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში უშიშროების ძალებმა გზა გადაუკეტეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს და გამაყუჩებელი ყუმბარები ესროლეს მათ. ამის შედეგად პანიკა წარმოიშვა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მთავრობა დაიმუქრა, რომ ლეტალურ ძალას გამოიყენებს საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს, როცა ლუკაშენკა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.

XS
SM
MD
LG