Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ავიაბაზარზე ქართული ბიუჯეტური ავიაკომპანია გამოჩნდა


თბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი

2020 წლის 20 ოქტომბერს, ავიაკომპანია "აირ ჯორჯია" (Air Georgia), თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ორ AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავს ჩამოიყვანს. თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი. ავიაკომპანია "აირ ჯორჯია" აღნიშნული თვითმფრინავებით დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით Air Georgia Express-ის ბრენდით განახორციელებს.

ავიაკომპანიის დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ რეისების განხორციელება 2021 წლიდან იგეგმება, მას შემდეგ რაც ავიაკომპანია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან ყველა შესაბამის ნებართვას მიიღებს.

XS
SM
MD
LG