Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით რუსი სამხედროებიც დაინფიცირდნენ


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ 12 ინფიცირებულიდან 10 ადგილობრივი მოქალაქეა, 2 კი - რუსი სამხედრო.

მაისიდან დე ფაქტო მთავრობას აღრიცხული აქვს კორონავირუსის 123 შემთხვევა, მათგან 33 რუსეთთან პანდემიის გამო გაზაფხულზე დაკეტილი „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას პრილიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, დადასტურებული აქვს კორონავირუსის 1976 შემთხვევა, მათ შორის 16 გარდაცვალების.

XS
SM
MD
LG