საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი (NCDC) ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მნიხედვით, 2020 წლის 30 იანვრიდან 30 სექტემბრამდე საქართველოში ახალ კორონავირუსზე ჩატარდა 648 736 PCR-ტესტირება.
30 იანვრიდან 1 მარტამდე PCR-კვლევას ატარებდა მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში. 1 მარტიდან ტესტირებაში ეტაპობრივად სხვა ლაბორატორიების ჩაერთო. დღეისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ს/ჯ კვლევის ლაბორატორიის პარალელურად, COVID - 19-ტესტირების პროგრამაში ჩართულია 26 სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია.
PCR-ტესტირებასთან ერთად NCDC ატარებს სეროლოგიურ კვლევებს - ანტისხეულებსა და ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ მარტივ ტესტირებას გარკვეულ ჯგუფებში, თუმცა შემთხვევის დადასტურება ხდება მხოლოდ PCR-ტესტირებით.
2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ჩატარდა 176 642 ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება.
2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფი მარტივი ტესტირების რაოდენობამ შეადგინა 167 532.