Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპული საქართველო"-ს განცხადებით, მათ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს 


მარნეულსა და გარდაბანში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატის აჰმედ იმამკულიევის ბანერის გაკვრისას აქტივისტის დაზიანების შესახებ იტყობინება პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე. კაპანაძის თქმით, მარნეულში „ევროპული საქართველოს" აქტივისტს რამინ აბდულაევს ტირის თოფიდან ესროლეს. როგორც პარტიაში ამბობენ, მას ტყვია ფეხზე მოხვდა. აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩვენი ახალგაზრდა აქტივისტი რამინ აბდულაევი აკრავდა „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატის ბანერს, რომელიც მანამდე არალეგალურად ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ" და ადგილობრივმა მუნიციპალურმა სამსახურმა და ამ გაკვრის პროცესში მას ესროლეს ტყვია ანუ საფანტი, დაჭრეს და ახლა საავადმყოფოშია", - ამბობს სერგი კაპანაძე.

„ევროპული საქართველო"-ს წევრები ამბობენ, რომ იპოვეს ტირის თოფიდან ნასროლი ტყვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG