დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსს სახლში 200-მდე პირი პირი მკურნალობს. როგორც მან თქვა, მათი მდგომარეობა მსუბუქი ან უსიმპტომოა.
მოქალაქეების დიდი ნაწილი, 690 ინფიცირებული კოვიდსასტუმროშია განთავსებული. ისინიც მსუბუქი ფორმის პაციენტები ან უსიმპტომოები არიან.
გამყრელიძის თქმით, კოვიდსასტუმროებში არ გადაჰყავთ ხანდაზმულები და ბავშვები. მისივე განმარტებით, მიზეზი ისაა, რომ ხანდაზმულები რისკჯგუფს წარმოადგენენ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 259 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 4 399-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 62 ადამიანი განიკურნა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 1 705. კორონავირუსით საქართველოში 25 პირია გარდაცვლილი.