Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2522 კოვიდ-საწოლიდან 1342 დაკავებულია - ჯანდაცვის სამინისტრო


23 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისათვის, 35 კლინიკაში, 2522 საწოლია მობილიზებული, მათგან 1342 საწოლი უკვე დაკავებულია.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ადამიამ მიაწოდა.

ეკა ადამიას თქმით, ეპიდსიტუაციის გართულების შემთხვევაში, გარდა 2522 საწოლისა, კოვიდინფიცირებულთათვის დამატებით გამოიყოფა კიდევ 700 საწოლი:

„იზოლაციისა და კარანტინის წესის 322-ე დადგენილების თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას საშუალება აქვს, მობილიზება გაუკეთოს ჯამში 3200 საწოლს. ანუ, ჯერ კიდევ არსებობს 700-საწოლიანი რესურსი, რომლის დატვირთვაც შეგვიძლია კოვიდინფიცირებული პაციენტებით. თუმცა, თუკი სცენარი უფრო დამძიმდა, საქართველოში საკმაოდ დიდი საწოლ-ფონდია, ამიტომ, პაციენტების ჰოსპიტლებში მოთავსების პრობლემა არ უნდა გაჩნდეს, თუმცა, ეს ვერსია, ამ ეტაპზე, არ განიხილება“.

23 სექტემბერს, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში 4140 შეადგინა. გამოჯანმრთელებულია 1643 პირი.

ამავე თემაზე:

აჭარაში კოვიდპაციენტებისათვის 102 საწოლია თავისუფალი

XS
SM
MD
LG