კვლევითმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა" ტელეკომპანია „ფორმულის" დაკვეთით ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რომელიც მოიცავს თბილისის სამ მაჟორიტარულ ოლქს: გლდანს, ვაკესა და მთაწმინდა კრწანისს.
გლდანი
საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?
- ნიკა მელია („ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია) – 52%;
- ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) - 33%;
- გიგლა მიქაუტაძე („ლელო“) - 12%;
- ლაშა გიორგაძე („ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“) - 2%;
- სანდრო ბრეგაძე („ქართული მარში“) - 1%.
ვაკე
საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, ვაკე მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?
- ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) - 39%;
- ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) - 37%;
- ლევან კობერიძე („ლელო“) - 5%;
- ბექა ნაცვლიშვილი („ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“) -- 7%;
- გია გაჩეჩილაძე („საქართველოს მწვანეთა პარტია“) - 4%;
- ბიძინა გეგიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 2%.
მთაწმინდა-კრწანისი
საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ რომ ტარდებოდეს, მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში ვის მისცემდით ხმას?
- ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) – 49%;
- შალვა შავგულიძე (ოპოზიციის საერთო კანდიდატი) - 36%;
- საბა ბუაძე („ლელო“) - 10%;
- ჯაბა ჯიშკარიანი („ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“) - 2%;
- სხვა - 3%.
გამოკვლევა 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.