Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც სრულად ანეიტრალებს კორონავირუსს


აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელსაც უნარი შესწევს, მინიმალური დოზის შემთხვევაშიც კი სრულად გაანეიტრალოს ახალი ტიპის კორონავირუსი. ცილას შეუძლია კონტაქტში შევიდეს კორონავირუსის S-ცილასთან, შეაღწიოს მასში და გაანადგუროს ის.

საქმე ეხება ცილოვან შენაერთს, რომელიც ათჯერ უფრო მცირე ზომისაა სრული ზომის ანტისხეულთან შედარებით და რომელიც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატ Ab8-ის შესაქმნელად გამოიყენება, ნათქვამია გამოკვლევაში, რომლის შედეგები ორშაბათს გამოქვეყნდა ჟურნალ Cell-ში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ პრეპარატმა მაღალი ეფექტიანობა გამოავლინა კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას თაგვებსა და ზაზუნებში. ამასთან, სპეციალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ აღმოჩენილი ნივთიერების მოლეკულები კავშირში არ შედის ადამიანის უჯრედებთან, რის ხარჯზეც შესაძლებელია არასასურველი თანმდევი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანა.

„Ab8-ს არა მხოლოდ COVID-19-ის თერაპიის პოტენციალი მოეპოვება, არამედ განიხილება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ახალი ტიპის კორონავირუსით ადამიანების დაავადების თავიდან ასაცილებლად“, განაცხადა გამოკვლევის ავტორმა ჯონ მელორსმა.

XS
SM
MD
LG