Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის სკოლების შენობებში სწავლა 1 ოქტომბრიდან დაიწყება


აჭარის სკოლებში არადისტანციურად სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. ამის შესახებ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსად ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთისა, სწავლა გადაიდება მაღალმთიან აჭარაში, ხულოში, ქედასა და შუახევში... სკოლების დიდი ნაწილი მზად არის, საკლასო ოთახში განახლდეს სწავლა, მაგრამ მომატებული რისკების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს 1 ოქტომბერს", - თქვა რიჟვაძემ.

საქართველოს სკოლების საკლასო ოთახებში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო. სასწავლო პროცესი დისტანციურად იწყება საქართველოს დიდ ქალაქებში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი სულ 165 პირს დაუდასტურდა, მათგან 108 აჭარიდანაა.

XS
SM
MD
LG