Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახმეტის, ჩოხატაურის და გორის რამდენიმე სოფელთან საკონტროლო პუნქტები მოეწყობა


მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყეტილებით სოფელ მატანში, ზოდში, ჩხაკაურასა და ქიწნისში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილის ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. ყველა შემსვლელი და გამსვლელი ამ მუნიციპალიტეტებში დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

XS
SM
MD
LG