Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რჩება „მწვანე ზონაში“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო კვლავ „მწვანე ზონაში“ რჩება და საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით „გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად“, - ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„ბოლო ორი კვირის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მხედველობაში მაქვს ჩვენი ყოველდღიური საშუალო, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 100 ათას მოსახლეზე. ჩვენი ზღურბლი არის 5, აქამდე. ამ თვალსაზრისით საქართველო „მწვანე ზონაში“ რჩება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ გვაქვს ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ზრდა და ეს ზრდა ჩვენ ყველამ ერთად, სახელმწიფოსთან, ექიმებთან და მოსახლეობასთან ერთად უნდა შევაკავოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელიც - აგვისტოში საშუალო დღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო 4665, სექტემბერში - 7961.

„მაგრამ 4 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე, საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 8259“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს დილით საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1370. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

XS
SM
MD
LG