Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნების“ სიაში მოხვედრამდე სანიკიძე TikTok-ზე ბერასთან ერთად გამოჩნდა


„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ოცეულში 2016 წლის ოცეულიდან მხოლოდ სამი პოლიტიკოსი შემორჩა: ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და კახა კუჭავა. თუმცა ამჟამინდელი სიის (რაც დღეისთვის არის ცნობილი) დიდი უმრავლესობა „ქართული ოცნების" პირობებში სხვადასხვა თანამდებობას იკავებს, ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში. უცვლელია კობახიძის პოზიცია - #3.

თუკი მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის შემთხვევაში, შეგვიძლია, მივიჩნიოთ, რომ სიაში მისი ადგილი მეტ-ნაკლებად შეესაბამება პარტიაში მის პოლიტიკურ წონას. განსხვავებული ვითარებაა, როდესაც საქმე პოლიტიკოსს არ ეხება.

„ქართული ოცნების“ ოცეულშია საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ვეტერანი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და სიმბოლურია სიაში მისთვის განკუთვნილი ადგილი. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მე-13 ნომერია ვიქტორ სანიკიძე. ვიქტორი ასევე 13 ნომერი იყო ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ნაკრებში“, - ამ სიტყვებით წარადგინა ის ირაკლი კობახიძემ. ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც ევროპის არაერთ სახელგანთქმულ კლუბში უთამაშია, ბოლო დროს „ტიკტოკ“-ზე გამოჩნდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილთან, ბერასთან ერთად.

სანიკიძეს „ოცნების“ სიაში მალევე მოსდევს მორაგბე დავით კაჭარავა #16. მან სპორტული კარიერის დასრულების შესახებ 9 სექტემბერს განაცხადა. სწორედ, რაგბის თემით დაასრულა სიტყვით გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა: „საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები „8 ერის" მონაწილე გახდა. ვულოცავ, ყველაზე მეტად რაგბი გაგვიხარდა პოლიტიკოსებს. ვულოცავ ჩვენს მორაგბეებს და მთელ საქართველოს ამ წარმატებას“.

„ქართული ოცნების“ შემადგენლობა სპორტსმენების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, თუმცა იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოცეულში ისინი არ ყოფილან. მორაგბეები, ფეხბურთელები თუ მოჭიდავეები ძირითადად მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ასპარეზობდნენ, სიაში კი მოწინავე რიგებს არ იკავებდნენ.

XS
SM
MD
LG