Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტი ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 27 წლის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

დაცვის მხარე დაკავებულის გირაოს, 7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურა კი - პატიმრობას.

საბოლოოდ მოსამართლემ გაიზიარა საქმის პროკურორის არგუმენტები, რომ ბრალდებულს საქმის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა ან მიმალვა შეუძლია.

გამოძიება ახალგაზრდა მამაკაცს, საქართველოში გერმანიიდან ჩამოსული ტურისტი ქალის, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება.

გამოძების ინფორმაციით, ლაგოდეხის ნაკრძალში უცხოელ ტურისტზე ადგილობრივი მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი 4 სექტემბერს განხორციელდა.

ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლების თქმით, გერმანიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ღამისთევით ლაგოდეხის ნაკრძალში, შავი კლდეების ტბაზე იმყოფებოდა, სადაც მოხდა ქალზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება მიმდინარეობს 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ახალგაზრდას 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG