Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა მზადაა, ბაჩალიაშვილის საქმის დეტალები სახალხო დამცველს გააცნოს


საქართველოს პროკურატურა მზადაა, რომ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის დეტალები საქართველოს სახალხო დამცველს გააცნოს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს", - აღნიშნავენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ამისთვის საჭიროა სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიმართვა.

პროკურატურის ამ განცხადებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას კომენტარი. ის აღნიშნავდა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის უკმაყოფილების მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით შეფასებებისგან თავს იკავებდა, რადგან მასალებს არ იცნობდა.

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პოვნიდან 45 დღეზე მეტი გავიდა. ოჯახი საქართველოში ყველა საგამოძიებო ორგანოს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ 23 წლის გოგოს თავი არ მოუკლავს.

XS
SM
MD
LG