Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეს, 31 აგვისტოს ხელმოწერილი ამავე განკარგულებით დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

"მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად... ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას... ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ", - ვკითხულობთ პრეზიდენტის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აქამდე ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებული იქნება. მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით. პარლამენტში მოხვდება ყველა პარტია, რომელიც 1-პროცენტიან ბარიერს გადალახავს.

XS
SM
MD
LG