Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე: ყოველთვის იყო საუბარი, რომ მაღლაფერიძე აფილირებული იყო "ოცნებასთან"


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძე მიესალმება ვასილ მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ. ფუტკარაძემ მაღლაფერიძის გადადგომის შემდეგ ბრიფინგი გამართა.

"საზოგადოებრივ მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო და დღესაც დგას ეს კითხვები. ეს თემა აქტუალური იყო და არის და აქტუალური იქნებოდა ხვალაც. ყოველთვის იყო საუბარი, რომ მაღლაფერიძე აფილირებული იყო "ოცნებასთან" და სხვადასხვა პირებთან. ეს ყოველთვის სდევდა მის პიროვნებას", - განაცხადა ფუტკარაძემ.

დღეს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვასილ მაღლაფერიძის გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ეწერა, რომ ის თანამდებობას ტოვებდა, რათა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ გაჩენილიყო კითხვები. მაღლაფერიძე ამ თანამდებობაზე 2017 წლის 6 იანვრიდან მუშაობდა.

XS
SM
MD
LG