Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​ბაჩალიაშვილების შეხვედრა პროკურატურაში დასრულდა: "ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი"


23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეს სრულად პროკურატურა გამოიძიებს. ამის შესახებ მან პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თამაზაშვილი ამბობს, რომ პროკურატურას რამდენიმე დღეში ექსპერტიზის შუალედური დასკვნა უკვე ექნება და მას შემდეგ გადაწყდება გადაკვალიფიცირდება თუ არა საქმე.

"ნდობა იქნება მაშინ, როცა იქნება შედეგი", - აცხადებს თამაზაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.

ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ენდობა, არ სჯერა შვილის თვითმკვლელობის ვერსიისა და საქმის სრულად პროკურატურისთვის გადაბარებას ითხოვდა.

XS
SM
MD
LG