ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ათეულობით ოჯახს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და დაზიანებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.