Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშაძე სააკაშვილს პასუხობს: ჩვენ ვართ ნათელ მხარეს


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მის შესახებ.

„მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის განცხადება და მინდა მივმართო მას, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიბრძოლოთ და წარსულში კი არ უნდა ვიყოთ, არამედ მომავალზე, ერთიანობასა და ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეული ოცნებების პარტიამ“ საქართველოში შემოიტანა. გამარჯვებისა და ქვეყანაში სწრაფი ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება არა ერთპიროვნული ან ერთპარტიული სისტემა, ამით ვერ დავამარცხებთ იმ „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“, რომელმაც უმძიმეს ვითარებაში ჩაგვაყენა, არამედ გვჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა, საერთო ოპოზიციური ფრონტი, რომლითაც უნდა დავარწმუნოთ ჩვენ მოქალაქეები, რომ საქართველოს აქვს მომავალი“, - თქვა გიორგი ვაშაძემ თანამოაზრეებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი ვაშაძის შესახებ მას შემდეგ ილაპარაკა, რაც ვაშაძის პარტიამ „ახალმა საქართველომ“ და თაკო ჩარკვიანის „კანონმა და სამართალმა“ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს და ჩამოაყალიბეს პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“.

„არ ვიცი, რა არის [მართულია თუ არა], მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – თქვა სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG