Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო რეჟიმის მიერ 25 ივლისს დაკავებული მალხაზ ლეჟავა თავისუფალია და ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება.

„გიდასტურებთ, რომ 25 ივლისს მოხდა მოქალაქე მალხაზ ლეჟავას უკანონო დაკავება. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედდა ცხელი ხაზი. შედეგად, ლეჟავა გუშინვე გათავისუფლდა. იგი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კარანტინში იმყოფება“, – აცხადებენ სუს-ში.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მალხაზ ლეჟავა ოკუპირებულ სოფელ ღრომთან ახლოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ დააკავეს, ცხინვალში კორონავირუსის პრევენციის მიზნით არ გადაიყვანეს და დაკავების ადგილიდანვე „გამოაძევეს“.

XS
SM
MD
LG