Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში გზა გადაკეტეს დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა


„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა თბილისში, ქვემო ფინიჭალაში გზა გადაკეტეს. 23 წლის ახალგაზრდა ქალს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

„სრულ ვაკუუმში ვარ, არავინ არაფერს მაგებინებს. მეუბნებიან ვმუშაობო“, - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ოჯახის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან ავტომანქანით გავიდა. ბოლოს ის კამერებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG