Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მიმდინარე რეფერენდუმი თბილისში გააპროტესტეს


რუსეთის მოქალაქეების მცირემასშტაბიანი აქცია გაიმართა თბილისში, რუსეთში მიმდინარე რეფერენდუმის წინააღმდეგ.

შვეიცარიის საელჩოსთან, რომელშიც რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა განთავსებული, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს, მათი თქმით, საკონსტიტუციო გადატრიალება რუსეთში.

„ვლადიმერ პუტინის მმართველობის გახანგრძლივება 2036 წლამდე კატასტროფულ შედეგებს მოიტანს არა მხოლოდ რუსეთის ხალხისთვის, არამედ ნეგატიურად აისახება მთელ რუსეთის სამეზობლოზე. ჩვენ ვაპროტესტებთ პუტინის რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას მეზობელ სახელმწიფოებთან მიმართებით და მოვუწოდებთ რუსეთის მოქალაქეებს, ხმა არ მისცენ შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - განაცხადა რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ველიკოვმა, პოლიტიკური პარტია „იაბლოკოს“ წევრმა.

რუსეთის მოქალაქეები მონაწილეობენ ეროვნულ რეფერენდუმში, რომლითაც, როგორც ვარაუდობენ, დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის ცვლილება, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გზას გაუხსნის კიდევ ორი ვადით კენჭისყრისკენ და, პოტენციურად, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩენისკენ.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს 30 ივნისს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის. რუსეთის ლიდერი პირველად იანვარში გამოვიდა მასშტაბური შესწორებების ინიციატივით.

XS
SM
MD
LG