Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: ვგმობთ გერმანიის ელჩზე პარტიებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს


ევროკავშირი გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ კნირშის მიმართ პოლიტიკური პარტიებისა და მედიასაშულებების თავდასხმებს.

"ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის, წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

​საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაისმა, რაც მან 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრის დროს თქვა, რომ დოკუმენტში გიორგი რურუას სახელი და გვარი ნახსენები არ იყო.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ის ბიძინა ივანიშვილის ლობისტობაში დაადანაშაულა და გერმანიის მთავრობას მისი გაწვევა სთხოვა. "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მას "თარგმანში დაკარგული" უწოდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა კი, მის განცხადებას - "გარკვეულწილად დიპლომატიური შეცდომა".

XS
SM
MD
LG