Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში კორონავირუსი ისევ რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტს აღმოაჩნდა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევაა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან დაბრუნებულ კურსანტს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას მაისის დასაწყისიდან სულ დადასტურებული აქვს კორონავირუსის 84 შემთხვევა და მათგან 50-ის გამოჯანმრთელება.

პრაქტიკულად ყველა ინფიცირებული რუსეთიდან დაბრუნებული პირია. უმრავლესობა რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტრის მოადგილემ ანა გაგლოევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ 23 ივნისის დილის მდგომარეობით ცხინვალის საავადმყოფოში მკურნალობენ 34 პაციენტს და მათგან 33 კურსანტია.

XS
SM
MD
LG