დღეს დილით ბათუმის პორტში შევიდა ამერიკული სამხედრო გემი USS Porter-ი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა Porter-ი საქართველოს სტუმრობს. უსაფრთხოების და სტაბილურობის მხარდასაჭერად ამერიკული გემი ბათუმის აკვატორიაში იმყოფებოდა 2015 და 2019 წლებშიც.
USS Porter-ი მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია და წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია.
გემი აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს ევროპაში საზღვაო უსაფრთხოების დაცვას და მხარს უჭერს ნატოს ოპერაციებს და მისიებს.