Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურისტს, რომელსაც არ ექნება PCR ტესტის პასუხი, ტესტირებას აეროპორტში ჩაუტარებენ


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საერთაშორისო ტურისტებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარადგინონ PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ისინი არ არიან კოვიდ-19-ით ინფიცირებულები.

მინისტრის თანახმად, ტურისტებს, რომელთაც მსგავსი ანალიზი გაკეთებული არ აქვთ, PCR ტესტირება საქართველოში ჩაუტარდებათ:

“ჩვენ უზრუნველვყოფთ მათთვის PCR ტესტის ჩატარებას და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხდება აეროპორტში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ დიდ ნაკადებს ტურისტებისა, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკლებები ასევე სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ისინი დაელოდებიან PCR ტესტის პასუხებს”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან მედიასთან განმარტა ისიც, ვინ გასწევს ტესტირების ხარჯებს:

„ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის სხვა მოთხოვნები გამომდინარე იქედან, რომ ისინიც საქართველოსთვის აკეთებენ სხვა მოთხოვნებს და ეს არის ორი ქვეყნის და ყველა იმ მწვანე ქვეყნის ურთიერთმოლაპარაკების საკითხი, რომელზეც ჩვენ ჯერჯერობით უნდა შევჯერდეთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მეტი დაზსუტებისგან თავს შევიკავებ“, - უთხრა ეკატერინე ტიკარაძემ ჟუერნალისტებს სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა, 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გახსნას გეგმავს.

XS
SM
MD
LG