Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ამერიკა კოვიდ-19-ის ეპიცენტრად რჩება, ბრაზილიაში იზრდება დაღუპულთა და ინფიცირებულთა რაოდენობა


1,5 მილიონზე მეტს მიაღწია კოვიდ-19-ის შემთხვევათა რიცხვმა სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიამ დაღუპულთა რიცხვით 12 ივნისს ბრიტანეთს გაუსწრო. სულ ამ ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გამო დაიღუპა 41 ათასი ადამიანი.

ამ ეტაპზე ბრაზილია მიჩნეულია პანდემიის ეპიცენტრად სამხრეთ ამერიკაში, რადგან იქ სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი.

11 ივნისს ბრაზილიაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა 1239-ით და, შედეგად, ეს მაჩვენებელი მხოლოდ აშშ-ისაზე მცირეა.

11 ივნისს ბრაზილია 30 ათასი ახალი შემთხვევის შესახებ იტყობინებოდა. სულ კორონავირუსი ბრაზილიაში 803 ათას მოქალაქეს შეეყარა, რაც მეორე მაჩვენებელია მსოფლიოში აშშ-ის მერე, სადაც დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს მიაღწია.

გავრცელებული ცნობებით, კიდევ არაერთ ქვეყანაში პანდემია კვლავ ძნელი გასაკონტროლებელი რჩება. რუსეთში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ხოლო ირანში, 11 ივნისს 180 ათასი ინფიცირებული იყო. უკრაინამ გამოაცხადა ინფიცირებულთა რიცხვის საგანგაშო ზრდის შესახებ მას მერე, რაც ერთ დღეში სარეკორდო ზრდა მოხდა, საერთო რაოდენობას 689 ახალი შემთხვევა დაემატა.

იმის მიუხედავად, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფრთხილებით, პანდემია კვლავ ვითარდება, ბევრი ქვეყანა აგრძელებს შეზღუდვების შერბილებას და გაუქმებას.

XS
SM
MD
LG