Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: 4 ახალი შემთხვევა არაპირდაპირ მიუთითებს, რომ ინფექცია ცირკულირებს საზოგადოებაში


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო შემთხვევები, რომლის ინფიცირების პირველწყარო ვერ დგინდება, მიანიშნებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსი ვრცელდება. ამის შესახებ მან დღეს, 11 ივნისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადა.

"გუშინდელი 4 შემთხვევა გარკვეულწილად შემაშფოთებელია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არაპირდაპირი ნიშანია იმის, რომ ინფექცია ცირკულირებს საზოგადოებაში", - თქვა მან.

გუშინ, 10 ივნისს საქართველოში კორონავირუსის რამდენიმე ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან 4 მოქალაქის ინფიცირების წყაროს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე ვერ ადგენენ.

XS
SM
MD
LG