Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია, რომელიც შენობაში მოქალაქეს პირბადის გარეშე დაუშვებს, 500 ლარით დაჯარიმდება


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც მოქალაქეს კუთვნილ დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე დაუშვებს, 500 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრის დროს განაცხადა.

"თუკი იურიდიული პირი ვერ გააკონტროლებს ან არ გააკონტროლებს და დაუშვებს პირს და დაუშვებს პირბადის გარეშე, დაჯარიმდეს 500 ლარით. იქნება ეს ბანკები, სავაჭრო ქსელები, თუ სერვისით სარგებლობა... არავისზე არ იქნება გამონაკლისები", - თქვა ოხანაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ იმ პირებზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირბადის ტარება არ შეეძლება.

ოხანაშვილმა დღევანდელ სხდომაზევე განაცხადა, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც განსაზღვრულ ადგილებში პირბადეს არ ატარებს, 20 ლარით დაჯარიმდება. ასეთი ადგილებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დახურული სივრცეები.

ამავე თემაზე: ქორწილისა და ქელეხის გადახდისთვის პირი 2 ათასი ლარით, კომპანია კი 10 ათასით დაჯარიმდება

XS
SM
MD
LG