Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის ბინას ქვები ესროლეს


ცხინვალი
ცხინვალი

ცხინვალში, დაუდგენელმა პირებმა, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის იუსტიციის მინისტრის, ზალინა ლალიევის ბინას ქვები ესროლეს და მინები ჩაუმსხვრიეს, - ამ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ავრცელებს.

შემთხვევა პარასკევს ღამით, 23 საათზე მოხდა. ადგილზე დე ფაქტო შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ. მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები იმ პირთა დასადგენად, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამაც.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი იმ პატიმრების ახლობლებმა ჩაიდინეს, რომლებმაც პარასკევს ცხინვალის კოლონიაში თვითდაზიანებები მიიყენეს. ასევე ცნობილია, რომ "ომონის" სპეცოპერაციისას ციხეში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი დროში დაემთხვა ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი პატიმრის საკნიდან 2 ტელეფონი ამოიღეს. ამის შემდეგ ციხეში დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწიეს.

დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ის კრიმინალების მმართველობას არ შეეგუება და ყველა დაისჯება, ვინც ციხის რეჟიმს დაარღვევს.

XS
SM
MD
LG