Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა განსაზღვრა, თუ რა შემთხვევებში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა განკარგულება „ბირთვული შეკავების“ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ, რომელიც, რუსული მედიის ცნობით, განსაზღვრავს იმ პირობებს, როდესაც რუსეთი მის ხელთ არსებულ ბირთვული იარაღს გამოიყენებს.

ასეთი დოკუმენტი ქვეყნდება პირველად და მასში განმარტებულია, რომ რუსეთის „სახელმწიფო პოლიტიკას ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვით ხასიათს“ ატარებს, ხოლო ბირთვული იარაღის გამოყენების პირობებს შორის სახელდება „მოწინააღმდეგის მხრიდან ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა სახის იარაღის გამოყენება რუსეთის ფედერაციისა და მის მოკავშირეების წინააღმდეგ“.

გარდა ამისა, ბირთვული იარაღი რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ასევე რუსეთის ფედერაციის მიმართ ჩვეულებრივი შეიარაღებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, თუ საფრთხე დაემუქრება სახელმწიფოს არსებობას.

ამ განკარგულების ფონია ახალი რეალობა, როდესაც ცივი ომის პერიოდში მიღწეულმა ხელშეკრულებამ საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის (INF) შესახებ შარშან ძალა დაკარგა. მის თანახმად, რუსეთსა და აშშ-ს ეკრძალებოდათ სახმელეთო მოკლე და საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის განთავსება.

XS
SM
MD
LG